
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინის ყველა ტერიტორიიდან უნდა განიდევნოს.
"რუსი ტერორისტები - კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალის განადგურება მთელი მსოფლიოსთვის მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ისინი უნდა განდევნო უკრაინის ყველა კუთხიდან. მათ არცერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით ან სხვა რამით.
ყველა სერვისი მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო. გთხოვთ გაავრცელოთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა ჰიდროელექტროსადგური დღეს, 6 ივნისს ააფეთქეს. აფეთქების გამო, წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები.
დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.