
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ კახოვკას ჰესის კაშხალი რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტორიზებულმა ბრიგადამ ააფეთქა
"ეს არის წინასწარი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი მოწმდება. ნაწილი იქ არის ლოკალიზებული და, შესაბამისად, არის წინასწარი ინფორმაცია, რომ ესენი არიან 205-ე მოტორიზებული ბრიგადის დანაყოფი. ჩვენ ვამოწმებთ", - განაცხადა პოდოლიაკმა.
ოკუპანტებმა ჰიდროელექტროსადგური დღეს, 6 ივნისს ააფეთქეს. აფეთქების გამო, წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები. მიმდინარეობს ევაკუაცია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქების გამო უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.