რუსულმა ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს - დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია

გამოქვეყნდა:

უკრაინის ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგური. მოგვიანებით ინფორმაცია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამაც დაადასტურა.

"ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები. ყველა სერვისი მუშაობს. ვითარების მონიტორინგი მიმდინარეობს", - თქვა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.

დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

პროკუდინმა ასევე აღნიშნა, რომ წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს. 

წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები: სოფლები ნიკოლაევკა, ოლგოვკა, ლევო, ტიაგინკა, პონიატოვკა, ივანოვკა, ტოკარევკა, პონიატოვკა, პრიდნეპროვსკოე, სადოვოე და ნაწილობრივ ქალაქი ხერსონი - კუნძული კორაბელი.

რუსეთის მიერ დანიშნული მაღალჩინოსანი ამბობს, რომ აფეთქება იყო "სერიოზული ტერორისტული თავდასხმა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი