ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის გათავისუფლებას, რომლის დროც დადგა - დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქება რუსული აგრესიის ძირეულად ახალი ეტაპია. მისი თქმით, ამ ქმედებით რუსეთმა კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა თავის ნამდვილი მიზანი - უკრაინისა და უკრაინელების განადგურება.

დანილოვის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გაიმართა უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა.

"მოკლედ შეხვედრის შედეგებზე - ვერაფერი და ვერავინ, ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის გათავისუფლებას, რომლის დროც დადგა“, - წერს ის.

შეგახსენებთ, რუსებმა დღეს, 6 ივნისს ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვა ემუქრება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებებს. დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი