შესაძლოა ეს იყოს იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეებმა მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა - ლილუაშვილი მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამარტივების უკან, "ოცნებას" 2024 წლის არჩევნებზე ხმების მოპოვების მცდელობა ჰქონდეს მიზნად, განსაკუთრებით კი  რუსეთის მოქალაქეების მხრიდან:  

"სამწუხაროდ ეს ძალიან გავს საარჩევნოდ გადადგმულ ნაბიჯს და მე არ მინდა ჯერჯერობით ამ ეჭვების მკაფიოდ გამოხატვა და არგუმენტაციის მოყვანა, მაგრამ თუ ეს ესეა, ეს არის უკიდურესად მძიმე მოცემულობა. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა რუსეთის მოქალაქეების მიმართულებით, ეს ნაბიჯი იყოს გადადგმული იმისთვის, რომ მათ მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა" ამბობს ბექა ლილუაშვილი.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივების ინიციატივა გუშინ, მთავრობის სხდომაზე განიხილეს, უახლოეს მომავალში კი უკვე საკანონმდებლო დონეზეც დარეგისტრირდება. 

ინიციატივის მიხედვით, ნახევრდება საქართველოში უწყვეტად ცხოვრების 10 წლიანი მოთხოვნა. განმცხადებელს შეუძლია იმდენჯერ გავიდეს ენის გამოცდაზე, რამდენჯერაც მოისურვებს. იოლდება კიდევ რამდენიმე პუნქტი.  

ხელისუფლების არგუმენტი უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაა, თუმცა იმ პირობებში, როცა საქართველო რუსეთიდან მასიური მიგრაციის სამიზნეა, ამგვარ გადაწყვეტილებას თან ახლავს უპრეცედენტო პოლიტიკურ და უსაფრთხოების რისკები - მიაჩნიათ ოპონენტებს და ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ. 

 იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი