კაშხლის ნგრევას მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი არ მოჰყოლია - შმიგალი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, ნოვა კახოვკაში კაშხლის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც შმიგალმა აღნიშნა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ვითარება "კონტროლის ქვეშაა".

რუსებმა დღეს, 6 ივნისს ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვა ემუქრება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებებს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ  ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომაზე სარისკო უბნებიდან ევაკუაციის, ასევე ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა. როგორც ცნობილია, ხერსონის რეგიონიდან 1000-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

რუსეთი აფეთქებაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს და მომხდარს დივერსიას უწოდებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი