უკრაინული მხარის მიზანმიმართული დივერსიაა - კრემლი კახოვკაზე თავდასხმას უარყოფს

გამოქვეყნდა:

კრემლი კახოვკას ჰესის აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას უარყოფს და მომხდარს "უკრაინული მხარის დაგეგმილ დივერსიას" უწოდებს. 

"ჩვენ შეგვიძლია კატეგორიულად უარვყოთ ბრალდებები. ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ აქ აშკარად საუბარია უკრაინული მხარის მიზანმიმართულ დივერსიაზე, რომელიც დაგეგმილი და განხორციელებული იყო კიევის რეჟიმის ბრძანებით." - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

რუსებმა დღეს, 6 ივნისს ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვა ემუქრება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებებს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ  ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომაზე სარისკო უბნებიდან ევაკუაციის, ასევე ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი