
თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ყოფილი მოადგილე, გიორგი მელაძე თბილისში მაჟორიტარობას აპირებს. ამის შესახებ თავდაპირველად მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. წერს, რომ საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ჩართვას გეგმავს.
"მთავართან" საუბრისას განმარტა, რომ ამ დრომდე, აქტიური მოლაპარაკებები აქვს რამდენიმე პარტიასთან. რომელ ოლქში და რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, წინასწარ არ საუბრობს. თუმცა, ამბობს, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მიიღებს.
მანამდე კი, "მთავარის" ეთერში 5 აგვისტოს გასული რეპორტაჟის თანახმად, არ არის გამორიცხული, რომ გიორგი მელაძე მაჟორიტარობის კანდიდატად საბურთალოს ოლქში "ევროპულმა საქართველომ" დაასახელოს. თუმცა, მელაძის მსგავსად, ინფორმაციას ოფიციალურად არც პარტის პარტიის შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე ადასტურებს.
ცნობისთვის, გიორგი მელაძე თბილისის მერის მოადგილე 2006-2008 წლებში იყო. რის შემდეგაც ის "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
ამის შემდეგ, უკვე 2015 წელს "ნაციონალური მოძრაობა" სამ თანაპატიელთან - ზურაბ ჯაფარიძესთან, პავლე კუბლაშვილთან და გოგა ხაჩიძესთან ერთად დატოვა. 2016 წელს კი მათ ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" დააფუძნეს.