
კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებიდან თითქმის ორი დღე გავიდა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ოფიციალურ განცხადება და მსოფლიო საზოგადოების მიერ, რუსული ომის დანაშაულად აღიარებული შემთხვევა, ჯერ არ დაუგმია.
საქართველოს ხელისუფლებიდან განცხადებები მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა და შალვა პაპუაშვილმა გაავრცელეს.
პრემიერმა ღარიბაშვილმა კი დასმულ შეკითხვას, ტრადიციული პასუხი გასცა, რომ "მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს"
შეგახსენებთ, კახოვკას ჰესის კაშხალი რუსეთმა 6 ივნისს ააფეთქა. კრემლი ტრადიციულად უარყოფს და მომხდარს უკრაინას აბრალებს, თუმცა ოფიციალური კიევიც და მსოფლიო საზოგადოებაც სწორედ რუსეთის კვალს ხედავს ერთ-ერთი უდიდესი ჰესის დანგრევაში. გარდა ამისა, კახოვკა დროებით ოკუპირებულია და ჰესსაც საოკუპაციო რეჟიმი აკონტროლებდა.
იხილეთ: