ოპოზიციის წევრები აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საგანგაშოდ აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ამერიკა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სანქციების ენით ესაუბრება.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ასეთ უხერხულ მდგომარეობაშიბ აყენებს ჩვენს ქვეყანას. პირველად საქართველოს ისტორიაში, აშშ-ს კონგრესი საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ესაუბრება, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო, სანქციების ენით, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორება შეიტანა. შესწორება საქართველოს ეხება: პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი გარკვეულ პირობებს აწესებს.