კიდევ ერთი ყვითელი ბარათი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. 295 ხმით 125-ის წინააღმდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორება შეიტანა. შესწორება საქართველოს ეხება - პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი გარკვეულ პირობებს აწესებს.
"..შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ღირებულებების მუდმივ განვითარებას, საარჩევნო სისტემის რეფორმისკენ მიმავალ გზას, კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულებას და მცდელობას, უზრუნველჰყოს საქართველოს კერძო სექტორის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების პატივისცემა, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მათი დაცვა," - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილი ხდება, რომ არაუგვიანეს 180 დღისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც შეიცავს:
1. ანალიზს იმის შესახებ, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ ნაბიჯებს, რათა გაამყაროს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები;
2. ანალიზს:
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს კონგრესიდან აქვს დავალება შეაფასოს საქართველოში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის დემოკრატიული კურსი, ამისთვის კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მოკლე პერიოდი აქვს მიცემული.