ყოფილი ცოლის სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც ბრალდებულიც დაეთანხმა.
დგინდება, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დაკავებამდე დაშაულის ადგილზე სამმართალდამცავები თავად მიიყვანა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. დღევანდელ პროცესზე ისიც გაირკვა, რომ საზარელ დანაშაულამდე, მკვლელი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო და დაკარგულ ცოლს ოჯახის წევრებთან ერთად ორი დღის განმავლობაში ეძებდა.
საზარელი დანაშაული გლდანში 4 ივნისს მოხდა - კაცმა ყოფილი ცოლი მანქანაში ჯერ გაგუდა, კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.