ბრძოლისას ზურაბი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დავკარგეთ, ოთხი დღის განმავლობაში ვეძებდით - "ხორტის" მეთაური

გამოქვეყნდა:

"ბრძოლები მიდიოდა და რაღაც მომენტში ზურაბი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დავკარგეთ. გავრცელდა ხმები მათი დაღუპვის შესახებ " - ამბობს "მთავარ არხთან" უკრაინაში ბატალიონ "ხორტის" მეთაური პაველ პატარაცკი.

"ხორტის მეთაური" ხელმძღვანელობდა 11-საათიან სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ცხედრების და სამდღიანი გაუჩინარების  შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი 2 მებრძოლის,  მათ შორის ზურაბ მუშუქიას გამოყვანა მოხერხდა.

"ბრძოლები მიდიოდა და რაღაც მომენტში ზურაბი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დავკარგეთ. მთელი ამ ოთხი დღის განმავლობაში, სანამ მათ ვეძებდით, როგორც ჩანს, გავრცელდა ხმები მათი დაღუპვის შესახებ და ზოგიერთმა ისინი დაკრძალა კიდეც დროზე ადრე. ეს ოთხი დღე განუწყვეტლივ მიდიოდა ბრძოლები და სწორედ ამიტომ ვერ მოვახერხეთ მათთან დაკავშირება. ვიღაცას სჯეროდა, რომ ისინი ცოცხლები გამოვიდოდნენ, ზოგს - არა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა" - ამბობს პაველ პატარაცკი.

შეგახსენებთ, რომ  უკრაინაში მებრძოლი ზურაბ მუშუქია, რომლის დაღუპვის შესახებ ცნობა გუშინ გავრცელდა, ცოცხალია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი