ზამთრის თვეებში სახელმწიფო გააგრძელებს კომუნალური გადასახადების კომპენსირებას. ინფორმაცია პრემიერმინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაავრცელა.
გიორგი გახარიას განმარტებით, ვინაიდან ეკონომიკური კრიზისი წლის ბოლომდე ვერ მოგვარდება, მთავრობამ გადაწყვიტა, ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მოსახლეობას 200 კვტ ელექტროენერგიისა და 200 კბმ გაზის მოხმარება დაუფინანსოს.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადემის მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი და იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო, 200 კვტ-სა და 200 მ3 გაზის მოხმარება იქნება მთავრობისგან კომპენსირებული. რა თქმა უნდა, ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებატ შესაძლებლობა, პროგრამულად ასეთ დახმარებაზე თქვან უარი, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე, მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში, პანდემიისგან შექმნილი კრიზისის გამო, მთავრობამ მოსახლეობას კომუნალური გადასახადები ანალოგიური სქემით დაუფინანსა.