რუსეთში, ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი მინის ნამსხვრევებით დაშავდა. ამის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა. მისივე თქმით, ბინა, რომელსაც დრონი შეეჯახა ცარიელი იყო.
"სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე იყო თუმცა, ხალხმა უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე. გარდაცვლილები არ არიან. ადგილზე მუშაობს FSB და საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და სხვა სპეცსამსახურები. მე ვატარებ შეხვედრას მომხდარის გასაანალიზებლად", - თქვა მან
როგორც რუსეთის პროპაგანდისტულ მედია TASS-ს რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა განუცხადეს, თვითმფრინავის სამიზნე ციოლკოვსკის ქუჩაზე მდებარე საავიაციო ქარხანა იყო, მაგრამ ელექტრონული სიხშირის ჩახშობის გამო, დრონი კორპუსს დაეჯახა.
იხილეთ ასევე: