"ქართულმა ოცნებამ" ურცხვად მოატყუა საზოგადოება - სალომე სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ და ძალიან ურცხვად მოატყუა საზოგადოება - ამ თემაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

სამადაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ იცრუა, როდესაც ვაშინგტონში გამოქვეყნებული დოკუმენტის თაობაზე მოსახლეობას განუცხადა, რომ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს. გარდა ამისა, აშშ ოქტომბრის არჩევნებს დიდი ყურადღებით დააკვირდება და გაყალბვების შემთხვევაში, მძიმე შედეგები დადგება.

მინდა განვმარტო, თუ რატომ იტყუება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით "ქართული ოცნება". დოკუმენტი, რომელიც გუშინ ვაშინგტონში გამოქვეყნდა, ნიშნავს, რომ მოახლოებულ არჩევნებს აშშ ისეთი ყურადღებით დააკვირდება, როგორც არასდროს და პასუხისმგებლობა არჩევნების გაყალბებაზე, უკანონო ქმედებებზე, ყველა იმ ადამიანს დაეკისრება, რომელიც ამაში მონაწილეობას მიიღებს, - ამბობს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორება შეიტანა. შესწორება საქართველოს ეხება: პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი გარკვეულ პირობებს აწესებს. 

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს კონგრესიდან აქვს დავალება შეაფასოს საქართველოში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის დემოკრატიული კურსი, ამისთვის კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მოკლე პერიოდი აქვს მიცემული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი