აშშ-ს კონგრესი საკანომდებლო აქტის დონეზე საქართველოს კონრკეტულ პირობებს უკვე მეორედ უყენებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანო ავალებს სახელმწიფო მდივანს, შეფასოს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი.
მანამდე კონგრესმა საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15% გაყინა, მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი სასამართლო და დემოკრატიული გარემო. ახლა უკვე მსგავს პირობებს თავდაცვის ავტორიზაციის აქტი აყენებს, რომელიც უახლოეს კვირებში სენატში კენჭისყრაზე დადგება.
ხელისუფლების ოპონენტები მიმდინარე პროცესებს შემაშფოთებლად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დასავლეთის პირობები.
უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველი ხალხისთვის გამოყოფილ დახმარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს "ქართული ოცნების" მოქმედება. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა ვუთხრათ "არა" ამ ხელისუფლებას ოქტომბრის არჩევნებზე, - ამბობს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორება შეიტანა. შესწორება საქართველოს ეხება: პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი გარკვეულ პირობებს აწესებს.