"უახლოესი კვირები" - გერმანიის კანცლერი რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ ვადებს უწესებს

გამოქვეყნდა:

რისთვის დაიბარა გერმანიის კანცლერმა ოცნების მთავრობის მეთაური ბერლინში - ამ  შეკითხვაზე პასუხი ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგაც ნაწილობრივ გაცემულია. დახურულ კარს მიღმა გამართული დიალოგის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია არ შედგა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია კანცლერის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ცნობილი ხდება რომ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღები ერთ ერთი მთავარი სახელმწიფო საქართველოს პრემიერისგან ითხოვს გააძლიეროს ძალისხმევა ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად. 

გერმანიის კანცლერი საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ ვადებსაც უწესებს. სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაცია უახლოეს კვირებში უნდა შესრულდეს. დიდი ალბათობით ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე შეხვედრა ბერლინში დაძაბული იყო. 

ამასვე მოწმობს ბუნდესტაგის წევრის  ტვიტი, სადაც ტომას ჰაკერი პირდაპირ წერს რომ ბერლინში ელოდებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილისგან დამატებით განმარტებებს   რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან დაკავშირებით ნატოს ბრალეულობაზე.

"კანცლერ შოლცს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის შემდეგ პრესკონფერენცია არ იგეგმება. სამწუხაროა, რადგან მისი განცხადებების შემდეგ ნატოს როლის შესახებ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაში, საჭირო იქნებოდა განმარტება." წერს ჰაკერი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი