შოლცმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გადადგას რეფორმისთვის საჭირო ნაბიჯები უახლოეს კვირებში -შოლცის ოფისი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერის ოფისი ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრის თემა იყო გერმანია-საქართველოს მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, უსაფრთხოების და ევროპის პოლიტიკის აქტუალური საკითხები და უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი.

მათივე ცნობით, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ კურსს და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გადადგას ნაბიჯები საჭირო რეფორმების გასატარებლად:

ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და მოუწოდა საქართველოს მთავრობას გადადგას რეფორმისთვის საჭირო ნაბიჯები. 

ევროკომისიის რეკომენდაციები მიუთითებს კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას.

მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას, უახლოეს კვირებში დროულად და მაქსიმალური მონდომებით მიიღოს საჭირო ზომები. 

უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." ნათქვამია განცხადებაში. 

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი