"უკრაინას შეუძლია კანადის იმედი ჰქონდეს" - შეხვედრის შემდეგ ტრუდო და ზელენსკი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

გამოქვეყნდა:

კიევში ვიზიტისას კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა:

"უკრაინელ ხალხს შეუძლია კანადის იმედი ჰქონდეს რომ ის გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება - ინდივიდუალურად და საერთაშორისო თანამეგობრობით G7-ის, NATO-ს, გაეროსა და ნებისმიერ სხვა ფორუმის ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში.

2022 წლის თებერვლიდან კანადამ უკრაინის დასახმარებლად 8 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.

"კანადა უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უწევს უკრაინას, მათ შორის ტანკებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და არტილერიით და აგრძელებს ახალი დახმარების ზომების შემუშავებას უკრაინის საჭიროებებზე დაყრდნობით", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ჯასტინ ტრუდო კიევში დღეს, 10 ივნისს მოულოდნელად ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი