"ბარსელონას" პრეზიდენტს სურს ლიონელ მესიმ კარიერა კატალონიურ კლუბში დაასრულოს

გამოქვეყნდა:

"ბარსელონას" პრეზიდენტის, ჯოსეპ მარია ბართომეუს განცხადებით, მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი კარიერას "ბარსელონაში" სამი ან ოთხი წლის შემდეგ დაასრულებს. 

მესის მიმდინარე კონტრაქტი ბარსელონასთან 2020-21 წლის სეზონის შემდეგ იწურება, მაგრამ ბართომეუ ელის, რომ მესი კონტრაქტს გაახანგძლივებს. 

მესის წარსულში აღუნიშნავს, რომ კარიერის დასრულება თავისი ბავშვობის გუნდში, არგენტინის "ნიუელს ოლდ ბოისში" სურდა.

ლიონელ მესი "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობასი 2004 წლიდან გამოდის. მან ამ ხნის განვალობაში 485 შეხვედრა ჩაატარა და 444 გოლი გაიტანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი