"ქართული ოცნება" კონგრესის მიერ გამოცემულ საკანონმდებლო აქტში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს

გამოქვეყნდა:

აშშ-ს კონგრესის მიერ გამოცემულ საკანონმდებლო აქტში "ქართული ოცნება" განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავს პირობებს აშშ-ს ხელისუფლება სხვა პარტნიორებსაც უყენებს.

საუბარია არა მხოლოდ საქართველოზე. საუბარია ასევე უკრაინაზე, ბოსნია-ჰერცოგოვინაზე, მოლდოვაზე, - აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი თავისი გუნდის სახელით დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტიას იძლევა და ამბობს, რომ აშშ-ს მიერ გამოცემულ ნებისმიერ საკანონმდებლო აქტში, პირველ რიგში, ასახულია პროგრესი, რომელიც საქართველომ სტრატეგიულ პატრნიორთან ურთიერთობაში განიცადა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი კი ამბობს, რომ მსგავსი ჩანაწერი უკვე არსებობდა და ამჯერად, სიახლეა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის დავალება, მოამზადოს ანგარიში საქართველოს შესახებ.

ასეთი ჩანაწერი არის აპროპრიაციების აქტშიც და ეს ჩანაწერი გაჩნდა თავდაცვის ავტორიზაციის აქტშიც. ეს არის ორი კანონი, რომელსაც ყოველ წელს იღებს ამერიკის კონგრესი და მხოლოდ და მხოლოდ, ამ ორ კანონში არის ყოველთვის საქართველოსთან დაკავშირებით ჩანაწერი, - განმარტავს ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორება შეიტანა. შესწორება საქართველოს ეხება: პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი გარკვეულ პირობებს აწესებს.  

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი