ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორიენტაციაზე მიუღებელია - იოსელიანი კობახიძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება მისთვის მიუღებელია. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელმაც თსუ-ს სტუდენტებს ორიენტაციარეულები უწოდა.

"მე ზოგადად, ყოველთვის ვაფიქსირებ და დღესაც დავაფიქსირებ, რომ ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორიენტაციაზე ჩემთვის არის მიუღებელი, ვინაიდან ეს არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ეს არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, 10 ივნისს თსუ-ში სტუდენტების ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, ირაკლი კობახიძეს ლექციის დასრულების შემდეგ რუსული რუბლები დააყარეს.​ ​ამის შემდეგ მმართველი გუნდის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალგაზრდებს ორიენტაცია აქვთ არეული და "მათი გადარჩენა არის შესაძლებელი". კობახიძის აზრით, ახალგაზრდები "სწორ რელსებზე" უნდა მოექცნენ, "საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი