მივიღეთ გაფრთხილება რეორგანიზაციაზე, მიზანია ორგანიზაციის სრული დამორჩილება - კინოცენტრის თანამშრომელი

გამოქვეყნდა:

ეროვნული კინოცენტრში რეორგანიზაცია გრძელდება - თანამშრომელი, დავით დავითიანი "მთავარ არხთან" ყვება, რომ კინოცენტრში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და მათ რეორგანიზაციის შესახებ დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს.

სამსახურიდან უკვე გაათავისუფლებს კინოცენტრის დირექტორის მოადგილე, ნინო კუხალაშვილი. 

თანამშრომლები ფიქრობენ, რომ რეორგანიზაცია რეპრესიების ნაწილია, რომლითაც წულუკიანი ორგანიზაციის დამორჩილებას ცდილობს.

"ამ წუთებში ვართ თანამშრომლები. მოვიდნენ სამინისტროს წარმომადგენლები მოიტანეს ფურცლები რეორგანიზაციის დაწყების შესახებ, რომელიც არის გაფრთხილება, რომ გავეცანით რეორგანიზაციას და იმასაც გავეცანით, რომ ამ რეორგანიზაციას შესაძლოა, სამსახურიდან ჩვენი გათავისუფლება მოჰყვეს და ამაზე გვთხოვეს ხელის მოწერა.

მიზანი არის სრული დამორჩილება ორგანიზაციის, ისე რომ აქ არ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც რაიმეში ვინმეს წინააღმდეგობას გაუწევენ ან თუნდაც რაიმე პროფესიულ აზრს იტყვის ამასთან დაკავშირებით ან დამოუკიდებლად მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ან როგორც ორგანიზაცია მივიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს აღარ არის, აქ მთავარი არის, რომ კინოცენტრი გახდეს დავალებების შემსრულებელი", - თქვა დავით დავითიანმა.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კუხალაშვილმა ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მისი თქმით, კულტურის სამინისტრომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა.

კუხალაშვილი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ორგანიზაციის მოლოდინი ჰქონდათ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი