დეკანოიძის და გოცირიძის პოლიტიკურ ჯგუფს "ევროოპტიმისტებს" ბიურომ მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" რეგისტრაციაში გატარებას.

მასის დასაწყისში დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ახალ პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიდნენ, რომელსაც რომან გოცირიძე უხელმძღვანელებდა. 

მანამდე ორივე მათგანმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა.

თავდაპირველად დეპუტატებს არ ჰქონდათ საშუალება პოლიტიკური ჯგუფი შეექმნათ. მოგვიანებით ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მოამზადეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით მიიღო და რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" მხარი დაუჭირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი