"კალიურანდიც როგორ არის იცით, აი, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო. თვითონ მიიღო რეზოლუცია და ეხლა ამ რეზოლუციას შესრულებაზე აკეთებს აქცენტს, რომ არავითარ შემთხვევაში არაფერი არ ჩაითვლება, თუკი ის რეზოლუცია არ შესრულდება, რომელშიც კეზერაშვილი მედიამენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი. აი, ამ თემას თუ ჩვენ არ მივუდგებით ისე, როგორც კალიურანდი ხედავს და კუბილიუსი, აქედან გამომდინარე, ნუ გასაგებია, 300-ზე მეტი არიან იქ ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ გიორგი ვაშაძეს მოჭიდავეები ცემას უპირებენ.
როდესაც ესეთი ამბები მიდის ევროპარლამენტში, მე ამას მარტო კომენტარისთვის არ გეუბნებით, საერთოდ, როდესაც მიდის, ძალიან დიდი რაოდენობაა ადამიანების, რომლებიც ვერ ერკვევიან, არ იციან ზუსტად და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამხელა მედიასაშუალება ან ამხელა პოლიტიკური ლიდერი, ტიტანი ადამიანი, იტყუება."
ამბობს „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის განცხადების შეფასებისას, სადაც კალიურანდი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის მიერ დასახულ პრიორიტეტებს.