გამოართვით 200 ლარი, კიტრი, პომიდორი, "რაზვადნოი კლუჩი".. მერე ხმა არ მისცეთ - გივი თარგამაძე

გამოქვეყნდა:

გამოართვით ყველაფერი, 200 ლარი, კიტრი, პომიდორი, "რაზვადნოი კლუჩი" ... - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 18  წლამდე მოქალაქეებს 200-200 ლარი დაურიგდებათ. 

ამავე პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავაც ფიქრობს, რომ მოსახლეობამ ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გამოართვას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ხმა ოპოზიციას მისცეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 18 წლამდე მოქალაქეები, სახელმწიფოსგან 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. 

მანამდე კი, გუშინ, ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვას განაგრძობს და ამჯერად, კარტოფილისა და ხახვის შემდეგ, ოლიგარქის ქვეშევრდომებმა მოსახლეობა კიტრით, პომიდვრითა და მწვანილით დაასაჩუქრეს.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ქართული ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. 2019 წელს პარტიამ მარნეულში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 3 ლიტრი ზეთი, 1 კილოგრამი ბრინჯი და კანფეტები აჩუქა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი ხელისუფლებამ ადგილობრივებს ხახვი და კარტოფილი დაურიგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი