"წლებია სტაგნაცია სუფევდა კულტურის არაერთი მიმართულებით არაერთ სფეროში. გულისამრევი სტაგნაცია სუფევდა. და როდესაც გაჩნდა სურვილი, ინიციატივა, კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს სტაგნაცია მოიშალოს, დიახ, თუნდაც კინოში გადაიღებოდეს ისეთი ფილები, როგორიცაა "ალავერდობა", "ჯარისკაცის მამა", "ცისფერი მთები", რასაკვირველია ამას აღშფოთებით დაუპირისპირდა ყველა, ვისაც აქვს სურვილი რომ ხელი შეუშალოს ქვეყნის წარმატებას"
აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე. ცნობისთვის, თეა წულუკიანმა თავის რეპრესიული პოლიტიკის გატარება ამჯერად კინოცენტრში დაიწყო და ძველი ხელმძღვანელების გათავისუფლების შემდეგ, ერთ-ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, "ოცნების" პროპაგანდისტი ბაჩო ოდიშარია დანიშნა.