კინოცენტრის თანამშრომლები ახალ დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნაიასთან შეხვედრას ითხოვენ. 

როგორც ამ სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ხუბუნაიას წინამორბედი კარლოს სიხარულიძე ისე დაინიშნა და ისე წავიდა თანამდებობიდან, რომ თანამშრომლებს მასთთან საუბრის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. შესაბამისად, ახლა მათ აინტერესებთ, რა ხედვა აქვს ახალ დირექტორს, რომელიც კინოსთან კავშირში არ არის და პრობაციის ეროვნული სააგენტოში უფროსის მოადგილე იყო

ცნობისთვის, ხუბუნაია ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც თეა წულუკიანმა კინოცენტრის რეორგანიზაცია დაიწყო. კულტურის მინისტრმა კინოცენტრიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კუხალაშვილი გაათავისუფლა და შტატი გააუქმა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხელისუფლების პროპაგანდისტი, ბაჩო ოდიშარია, იქნება

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი