დნიპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის ინფორმაციით, კრივოი როგში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. დაშავებულია 28 ადამიანი.
მისივე ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია, გრძელდება სტრუქტურის ანალიზი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით 14 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა კრივოი როგში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში დღეს, 13 ივნისს, გამთენიისას მიიტანეს.