კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა - 14 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადეს

გამოქვეყნდა:

კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ვილკული ამბობს, რომ ქალაქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, დაშავდა 28 ადამიანი. დაშავებულებიდან 12 საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. 

14 ივნისი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება.

უკრაინული მხარის ცნობით, ღამით საჰაერო თავდაცვამ ქალაქის თავზე 3 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი