პარლამენტში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ უმრავლესობის და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ჩხუბი დაიწყო. ისინი ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან.
ოპოზიციამ მოქალაქეს სასესიო დარბაზში გამოთქმული პროტესტისთვის ტაში დაუკრა, რამაც "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა და დაპირისპირება დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.
შეგახსენებთ, შშმ პირის მშობელმა "ოცნების" დეპუტატებს ცოტა ხნის წინ, რუბლები გადმოაყარა.