დუმის დეპუტატი, ადამ დელიმხანოვი დაჭრილია

გამოქვეყნდა:

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ადამ დელიმხანოვი დაჭრილია, თუმცა ცოცხალი. მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ დუმაში.

რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, რომ დელიმხანოვი "ცოცხალია და კარგად არის", ხოლო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა პარლამენტის ქვედა პალატის სხდომაზე განაცხადა, რომ "ახლახან ესაუბრა დელიმხანოვს".

იქამდე  კი უკრაინელმა პოლიტოლოგმა, კირილ საზონოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დელიმხანოვი ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ პრიმორსკში დაბომბვისას დაიღუპა.

დელიმხანოვი უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მონაწილეობს ამ აგრესიაში. ის ხელმძღვანელობდა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის შტურმს, რისთვისაც პუტინმა მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა.

დელიმხანოვი კადიროვის "მარჯვენა ხელად" ითვლება. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მოკლეს, კადიროვმა  მიმართა უკრაინულ დაზვერვას და მათგან   მოითხოვა, მიეწოდებინათ ინფორმაცია და ზუსტი მონაცემები, დელიმხანოვის თაობაზე, სანაცვლოდ კი "ჯილდოს" დაპირდა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი