ჩვენ გვჭირდება, რომ 12 პუნქტიანი გეგმიდან ამოიღონ ჩანაწერი დეოლიგარქიზაციაზე - კობახიძე EU-ს დელეგაციაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ საჭიროა 12 რეკომენდაციიდან ამოიღონ ჩანაწერი აღნიშნულს პრობლემაზე.

"ჩვენ მესამე მოსმენით მივიღებთ, ეს განცხადება არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება რა, რომ 12 პუნქტიანი გეგმიდან ამოღებულ იქნეს ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე, იმიტომ, რომ ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის შესახებ ნიშნავს პერსონალიზებული მიდგომით ამ საკითხის მოწესრიგებას. აქედან გამომდინარე, დაველოდებით დეკემბერს, როდესაც ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გადახედავს ამ 12 პუნქტს, შეაფასებს 12 პუნქტის განხორციელებას და როდესაც იტყვიან, რომ ეს საკითხი ამ კანონის გარეშეც არის მოწესრიგებული, ამ შემთხვევაში უკვე კანონი გაუქმდება", - ამბობს კობაიძე. 

მისი თქმით, ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ევროკომისია მხარს აღარ უჭერს პრესონალიზებულ მიდგომას. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი