მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ჯობს არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი - EU-ს დელეგაცია

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას მხარს უჭერს. 

ევროკავშირის დელეგაცია წერს, რომ ჯობს, პარლამენტმა არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით.

"ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: ჯობს, არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში. ჩვენ ერთად უფრო ძლიერად შეგვიძლია წინსვლა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, და კანონის მიღებას რეკომენდაცია არ გაუწია.

დასკვნაში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ  სისტემური მიდგომის ნაცვლად [რაც ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს], საქართველოს მთავრობამ აირჩია „პერსონალური მიდგომა“ და მისი „პოტენციური პოლიტიკური ბოროტად გამოყენება“ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს. 

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 პუნქტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც კომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაავალა. მმართველი გუნდი ევროკომისიას ულტიმატუმს უყენებს და ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს არ მიიღებენ, თუ ევროკომისია ამ პუნქტს რეკომენდაციებიდან ამოიღებს.

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონზე, ვენეციისა და ევროკომისიის მოსაზრებებში წინააღმდეგობაა.

იხილეთ:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი