კი, ვემუქრებოდი, უარესი ვუთხარი, რომ არა თმენის ვალდებულება არ ვიცი რა მოხდებოდა - მდინარაძე დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

"კი, ვემუქრებოდი. თუ ის მუქარაა, რასაც მე ვლაპარაკობდი, მაშინ დაარქვან მუქარა. მათ არ იციან მუქარა რას ნიშნავს...

ვაღიარებ, ვერ მოვიგონებ ვერაფერს, გაცილებით მეტი ვუთხარი, მაგრამ რაღაც ნაწილი მოჭრეს და ის დადეს. გაცილებით უარესი ვუთხარი, რასაც მე კამერების წინ არ და ვერ ვიტყვი. დიახ, კამერები როცა იყო გასული, ვისაც რა ეკუთვნოდა ის ვუთხარი...

როცა წინ გისხედან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც თავის მხრივ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა და ამის გარდა უამრავი რუსული საქმე აკეთა, მაგრამ როცა რუსულ თემაზეა საუბარი, ამის მოთმენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ არა პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება არ ვიცი რა მოხდებოდა.

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი