"ზურაბიშვილი აკრიტიკებდა მარგველაშვილის პრაქტიკას და აცხადებდა, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი... თუმცა ასეთი ვეტო მარგველაშვილსაც კი არ დაუდია" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს აკრიტიკებდა წინა პრეზიდენტის, მარგველაშვილის პრაქტიკას და აცხადებდა, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი და ა.შ. თუმცა ასეთი ვეტო მარგველაშვილსაც კი არ დაუდია", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრობს და ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს ეხმაურება. 

„იმართებოდა კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის და ამ კონსულტაციების საფუძველზე თანხმობა განაცხადა პრეზიდენტმა კონკრეტულად ლაშა ხუციშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. დროც კი იყო დაკონკრეტებული, თუმცა, ამის შემდეგ რატომღაც პრეზიდენტმა თავისი პოზიცია შეცვალა და ბოლოს ისიც კი თქვა, რომ წლის ბოლომდე საერთოდ არ წარადგენდა კანდიდატურებს. ეს მიუღებელია..

პრეზიდენტმა წარადგინა მაგალითად, ასევე ყოფილი მინისტრი, მერე მინისტრის მოადგილე იყო იმ პერიოდისთვის, მმართველი გუნდის წევრი, რომელიც დღეს არის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. იქ თუ არ ჰქონდა კითხვის ნიშნები, აქ რატომ აქვს?! ხომ აშკარად ჩანს, რომ ეს საბაბია. ერთ შემთხვევაში არ გაწუხებს და მეორე შემთხვევაში გაწუხებს, ჩანს რომ ეს საბაბია. საზოგადოებასაც რომ განვუმარტოთ რაშია განსხვავება. არის ორი კანონი, ერთი არის პრეზიდენტის ვეტო და მეორე ჩვენს მიერ მიღებული კანონი. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ პრეზიდენტის ვეტო ითვალისწინებს სამ ვიცე-პრეზიდენტს და ჩვენი კანონი ითვალისწინებს პირველ ვიცე-პრეზიდენტს და ორ ვიცე-პრეზიდენტს. ამაზე როგორ შეიძლება ან გაოგნდე, ან თქვა რომ დამოუკიდებლობას დააკარგვინებს ორგანოს", - თქვა კობახიძემ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი