აბაშიძემ თავისი პოზიცია დააფიქსირა, რაც იყო აბსოლუტურად სწორი - კობახიძე პოზნერისთვის მოხდილ ბოდიშზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერის სპეციალური წარმომადგენელ, ზურაბ აბაშიძეს ამართლებს და ამბობს, რომ მან რუს პროპაგანდის პოზნერთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა, რაც აბსოლუტურად სწორი იყო.

საუბარია გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც 2021 წლით თარიღდება და რომლის მიხედვით პოზნერის საქართველოდან გაგდების შემდეგ, აბაშიძემ დაურეკა კრემლის პროპაგანდისტს, მარკ ზილბერკვიტს, რომელიც თბილისში პოზნერთან ერთად იმყოფებოდა და ქართველები გალანძღა. აბაშიძე რამდენიმეწუთიან ჩანაწერში, პოზნერს პირადადაც უხდის ბოდიშს.

"რა თქმა უნდა არავითარ თანამდებობიდან გათავისუფლებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. იყო თავის დროზე კონკრეტული ინციდენტი, აბსოლუტურად მიუღებელი ინციდენტი, რომელიც შეასრულა ხოშტარიამ, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს და ამასთან დაკავშირებით ელემენტარულად თავისი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ აბაშიძემ, რაც იყო აბსოლუტურად სწორი. როდესაც ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს უწყობს პროვოკაციას კონკრეტულ ჯგუფს, ეს არის ერთი რომ ორმაგი სტანდარტი, მეორე, ეს არის არაეთიკური ქმედება და ასე შემდეგ, ამაზე ჰქონდა საუბარი ზურაბ აბაშიძეს", - თქვა კობახიძემ.

კობახიძის მტკიცებით, "რუბლიაკა" ხოშტარიას მიერ მოწყობილ პროვოკაციაზე შეიძლება ბოდიშიც მოიხადოს ამ ადამიანმა.

ჩანაწერი 14 ივნისს "კიბერ კმარამ" გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი