ბათუმის საქალაქო საქალაქომ  პოლიციელ ვიტალი ზოიძეს, რომელიც ორ ადამიანს დაეჯახა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

შემთხვევა ბათუმში 13 ივნისს მოხდა. ავარიის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მკურნალობს. 

პოლიციელი 13 ივნისს არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და თავისი პირადი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. ის  ავტომანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი