
"როგორც ჩანს ქალბატონი რასასთვის ევროკავშირი სააკაშვილის გათავისუფლებისა და მისი რეჟიმის დაბრუნების გარეშე წარმოუდგენელია" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას.
ევროდეპუტატმა "მთავარი არხის" ეთერში დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას თქვა, რომ თუ "ქართული ოცნების" არჩევანი ბიძინა ივანიშვილია და არა EU-ს წევრობა, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ივანიშვილი ევროპული პერსპექტივაზე უკეთესია.
იხილეთ: