"თუ "ოცნების" არჩევანი ივანიშვილია და არა EU-ს წევრობა, ნიშნავს, რომ მათთვის ის ევროპულ პერსპექტივაზე უკეთესია" | იუკნევიჩიენე

გამოქვეყნდა:

"თუ "ქართული ოცნების" არჩევანი ბიძინა ივანიშვილია და არა EU-ს წევრობა, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ივანიშვილი ევროპული პერსპექტივაზე უკეთესია", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საუბრისას აღნიშნავს.

...ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს იმაზე, რასაც ხედავს. ეს [დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი] მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს ჩვენ კი არ გვინდა, ეს საქართველოს სჭირდება. ევროკავშირში გვაქვს გარკვეული კრიტერიუმები წევრობისთვის და ეს ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რასაკვირველია, საქართველოსაც.

აქ უნდა გავარკვიოთ, ვინ ვინ არის. შეიძლება ერთი რაღაცა უნდა იყოს, დეოლიგარქიზაცია უკრაინაში და სულ სხვა საკითხი იყოს საქართველოში. ოლიგარქიული სისტემა თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა კავშირშია გავრცელებული, მაგრამ ყველგან თავისებური ფორმა აქვს. იგივე იყო მოლდოვაში, მაგრამ მოლდოველმა ხალხმა შეცვალა სიტუაცია და აირჩია მაია სანდუ. მათ მოიშორეს ოლიგარქიული მმართველობა. იქაც მოხდა დეოლიგარქიზაცია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ოლიგარქიული მთავრობა და მმართველობა ახასიათებდა მოლდოვასაც.

ეს საქართველოს გადასაწყვეტია. თუ "ქართული ოცნების" არჩევანი ბიძინა ივანიშვილია და არა ევროკავშირის წევრობა, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ბიძინა ივანიშვილი უკეთესია, ვიდრე ევროპული პერსპექტივა. ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, - ამბობს იუკნევიჩიენე. [სინქრონული თარგმანი]

იხილეთ ასევე:

"კოალიცია ცვლილებისთვის" - არჩევნების ანგარიში
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი