
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მადლობას უხდის იმ განცხადებისთვის, რომელიც მან გუშინ "მთავარი არხის" ეთერში გააკეთა. მდინარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარი მკაფიოდ ამბობს იმ "წარმოუდგენელ მესიჯს", რომელთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდს აკრიტიკებენ.
"დიდი მადლობა მინდა ქალბატონ რასას გადავუხადო. ჩვენ რომ ვლაპარაკობთ ასეთი სულელური არჩევანის წინაშე გვაყენებენ ხანდახან რიგი ადამიანები მეთქი, ამაზე გვაკრიტიკებენ ხოლმე და ახლა თვალნათლივ, ხელისგულზე გამოჩნდა როგორ ალტერნატივებს გვთავაზობენ ისინი. ჩვენ ხომ გვაკრიტიკებენ მაგალითად იმ განცხადებების გამო, სადაც ვამბობდით, რომ დიახ, რეზოლუციაში ისეთი სიგიჟე ჩაიწერა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი, დამნაშავე, საშინელი სისტემის შემქმნელი გარეთ უნდა გამოუშვა და ბიძინა ივანიშვილი უნდა დასაჯო. ეს უნდათ მათ და ქალბატონი რასა ამ ნარატივს ამტკიცებს, ამყარებს, შესაბამისად მადლობა, რომ ასე გაჭრით, მკაფიოდ ამბობს იმ წარმოუდგენელ მესიჯს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაკრიტიკებენ ხოლმე", - თქვა მდინარაძემ.
იხილეთ ევროპარლამენტარის განცხადება: