პრეზიდენტმა პარლამენტს სებ-ის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე, გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ვეტო, სებ-ის კანონზე "ქართულმა ოცნებამ" 13 ივნისს დაძლია. 

უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის. 

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობდა, რომ სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის დროს, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ, მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი