ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დავით მურვანიძე დააკავეს. სავარაუდოდ, მას ბრალს ოფიციალურად დღეს, 7 აგვისტოს წარუდგენენ. ადვოკატი, თემურ ადონია ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ჩვენების მიღებას სამართალდამცავები ზეწოლით ცდილობენ. 

წარმოდგენაც კი გვქონდა, რომ დღევანდელი პროცედურა დაკავებით დასრულდებოდა. ავტომობილიდან არაფერი არ ამოუღიათ, არაფერი არ ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო. ეუბნებოდნენ, რომ დააკავებდნენ ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე და მოხმარებაზე, მუქარით ცდილობდნენ მისგან სასურველი ჩვენება მიეღოთ, - თქვა თემურ ადონიამ. 

საგამოძიებო უწყება მურვანიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს წყნეთის გზატკეცილზე, კაკლების დასახლებასთან ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. სულაბერიძეს ინციდენტის დროს დაზიანება არ მიუღია. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ თავდასხმის განხორციელების ბრალდებით ირაკლი ღლონტი დააკავა და მას ამჟამად წინასაწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. მას პროკურატურა ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი