შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, თორნიკე რიჟვაძე ქართველ ჯარისკაცებს გმირებს უწოდებს. კრიტიკის შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე "განმარტებას" სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, ლაჩარი "ბელადი სააკაშვილია".
"სხვა დროისთვის რომ იცოდეთ, კიდევ ერთხელ:
ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია," - წერს თორნიკე რიჟვაძე და ომის დღეებში გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის ფოტოს ავრცელებს
შეგახსენებთ, რომ გუშინ 2008 წლის ომზე ისაუბრა და მას "ლაჩრულად წაგებული ომი" უწოდა.