"გირჩი-მეტი თავისუფლებაზე" თავდასხმა ყველას გვეხება, ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საზოგადოებას ბორჯომში ჩასვლისკენ და "გირჩი--მეტი თავისუფლების" მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"გირჩი - მეტი თავისუფლებაზე თავდასხმა ყველას გვეხება. პოლიციის ძახილი აბსურდია. ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში და გვერდში დავუდგეთ ბავშვებს. არავინ არ დატოვებს მათ მარტო", - წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებით სემინარი იმართებოდა, დაახლოებით 60-მდე უცხო პირია მობილიზებული. როგორც პარტიის წევრები წერენ, ისინი ქვებს ისვრიან და იმუქრებიან. მანამდე კი გორში, პარტიის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკურად თავს დაესხნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი