ორკები ახალგაზრდულ ბანაკში - "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავდამსხმელების ფოტოებს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

გირჩი-მეტი თავისუფლება იმ ორკების ფოტოსურათებს აქვეყნებს, რომლებიც ამ დრომდე ბორჯომში, იმ სასტუმროსთან არიან მობილიზებული, სადაც პარტიას სემინარი უნდა ჩაეტარებინა.

სავარაუდოდ ალტინფოელი მოძალადეები სასტუმროში შეკრებულ ახალგაზრდებს აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან, თუმცა არაერთი მიმართვის მიუხედავად, სასტუმროში პოლიცია ამ დრომდე არ გამოჩენილა.

შეგახსენებთ, "გირჩი მეტი თავისუფლება" დილიდან ორკების თავდასხმის სამიზნეა. თავდაპირველად თავს დაესხნენ ბორჯომისკენ მიმავალ ზურაბ ჯაფარიძეს და მანქანაში მყოფს, დაზიანებები მიაყენეს, მოგვიანებით კი სასტუმროსთან მიცვივდნენ და ამ დრომდე პარალიზებული აქვთ ტერიტორია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი