ეს არის საშინელება, ძალადობა მიუღებელია - ჩეხეთის ელჩი დღევანდელ თავდასხმებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკი გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებზე განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა. პეტრ მიკისკის თქმით, ძალადობა დაუშვებელია პოლიტიკოსების, აქტივისტების და ახალგაზრდების წინააღმდეგ.

"ეს არის საშინელება, ძალადობა მიუღებელია. ძალადობა დაუშვებელია პოლიტიკოსების, აქტივისტების და ახალგაზრდების წინააღმდეგ. ვგმობ ამ ფაქტს, იმედი მაქვს, ზურა ჯაფარიძე იქნება კარგად და ტრენინგის მონაწილეები უსაფრთხოდ იქნებიან", - თქვა პეტრ მიკისკიმ.

შეგახსენებთ, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებით სემინარი უნდა გამართულიყო 60-მდე ორკი მიიჭრა. ისინი პარტიის წევრებსა და ბანაკში მყოფ სხვა პირებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, ქვებს ესროდნენ და ემუქრებოდნენ. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია, რომელიც სასტუმროსთან 40 წუთის დაგვიანებით მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები კიდევ უფრო დაგვიანებით დაიწყო. 

ბორჯომში მომხდარამდე, გორში ფიზიკურად თავს დაესხნენ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი