პირი, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში, ლუკა შველიძესთან შეიარაღებული მივიდა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, დავით კახნიაშვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც შველიძე ამბობს, მასთან პალატაში შეიარაღებული პირი შევიდა, თუმცა არ უთქვამს ვინ და რომელი უწყების წარმომადგენელი იყო. შეიარაღებული პირის გამოჩენას კლინიკაში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
შეგახსენებთ, სტუდენტი ლუკა შველიძე კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც დილით თსუ-ში კობახიძის დასაცავად მობილიზებულმა "ოცნების" აქტივისტებმა სცემეს.
თსუ-ში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარზე - 353-ე მუხლით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
იხილეთ რეპორტაჟი: