ფეიკთან ერთად, საკმაოდ უსიამოვნო ვერაგობაცაა - აბაშიძე კრემლის პროპაგანდისტებთან სატელეფონო ჩანაწერზე

გამოქვეყნდა:

"კიბერ კმარას" იუთუბ არხზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, ზურაბ აბაშიძე ფეიკს და დამონტაჟებულს უწოდებს. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, პირველ სატელევიზიო კომენტარს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ტელეკომპანია "იმედთან" აკეთებს და ამბობს, რომ  პოზნერის სტუმრობის შემდეგ რუს ბიზნესმენთან სატელეფონო საუბარი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა არ ადასტურებს შინაარსს 

„ფეიკთან ერთად, საკმაოდ უსიამოვნო ვერაგობაცაა - რადგან ეს სატელეფონო ფეიკი გამოქვეყნდა ზუსტად იმ დღეს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში იმყოფებოდა და ცდილობდა ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის თემებზე საუბარს...

„მე საიდუმლო საუბრები არავისთან არ მქონია. ვსაუბრობ ჩვეულებრივი, ღია ხაზით. მე იმის დადასტურება არ შემიძლია, ვინ იწერს ამ საუბრებს, როგორ ხდება ამის მოპოვება, მაგრამ იმ რესურსზე, რომელზეც დაიდო, ამ რესურს ჰქვია „საიბერ კმარა“ - ამ „კმარით“ შეიძლება ადამიანმა ივარაუდო, ვის ინტერესებშია ეს. გამოქვეყნებული არ არის და მთელი ეს მედია, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციასთან, ერთ წამში აიტაცებს და გავიდა ეს ყველაფერი ასეთი ტექსტით: „ზურაბ აბაშიძე ბოდიშს უხდის რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს“. ფეიკი არის იმის გამო, რომ ტექსტი მართლაც დაჩეხილია. ადრე ერთი სატელეფონო საუბარი გამოამზეურეს გრიგორი კარასინთან. მაშინ ვთქვი, რომ საუბარიც ავთენტურია და ტექსტიც შინაარსობრივად, მე ეს არ დამიმალავს. ახლა ვთქვი, რომ საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ ტექსტი დაჩეხილია. როგორც კი მოვუსმინე, იმ წუთშივე დავინახე. ეტყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით ეს საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია“, - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, ჩანაწერის მიხედვით, აბაშიძე პოზნერს და კრემლის პროპაგანდისტებს ბოდიშს უხდის, რომ თბილისის დატოვება მოუწიათ, ხოლო იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც პუტინის სამეგობრო თბილისიდან გააძევეს, ლანძღავს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი